ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოსიაურის სკოლის დირექტორის მოადგილე: “დაპირისპირება ერთ-ერთი კლასელის დაბადების დღეზე მოხდა”

ოსიაურის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, ეკა გოგოლაძე აცხადებს რომ ხაშურში ახალგაზრდების დაჭრა ერთ-ერთ რესტორანში მოხდა, სადაც თანაკლასელის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

„მთელი კლასი იყო თანაკლასელის დაბადების დღეზე. როგორც ინფორმაცია მაქვს, სხვა „კუპეში“ სხვა ჯგუფი იყო და დაჭრეს ჩვენი ბავშვები. ბავშვებმა არაფერი იციან. ყველაფერი მოხდა რამდენიმე წუთში, ნახეს უკვე დაჭრილი თანაკლასელები. ორი ბავშვი იმყოფება საავადმყოფოში, დანარჩენები არიან პოლიციის განყოფილებაში“, – განაცხადა ეკა გოგოლაძემ.

შეგახსენებთ, რომ წუხელ, ხაშურში სკოლის 4 მოსწავლე დაჭრეს. 2 დაჭრილი უფროსკლასელი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. შედარებით მსუბუქად დაშავებული ორი მოზარდი უკვე გაწერეს.

ინციდენტი ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

იტვირთბა....