ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჟურნალისტმა ნინო შუბლაძემ ტელეკომპანია “პირველი” დატოვა

ჟურნალისტმა ნინო შუბლაძემ ტელეკომპანია “პირველი” დატოვა. მან გავრცელებული ინფორმაცია უკვე დაადასტურა. სად გააგრძელებს მოღვაწეობას შუბლაძე, ამ ეტაპზე არ საუბრობს. მისი განცხადებით, მას შემოთავაზებები კომუნიკაციების მიმართულებით ნამდვილად აქვს, თუმცა დეტალები  ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

შეგახსენებთ, ნინო შუბლაძე ტვ “პირველში” საინფორმაციო-პოლიტიკური მიმართულების ხელმძღვანელად მუშაობდა. “პირველში” მუშაობამდე ნინო შუბლაძე ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი იყო. შუბლაძე ასევე მუშაობდა “რუსთავი 2”-შიც, სადაც გენერალური დირექტორის მოადგილე იყო.

იტვირთბა....