ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

სააკაშვილი ლუცენკო-გოგაძის შეხვედრაზე პირველ კომენტარს აკეთებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოსა და საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის შეხვედრას საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე ეხმიანება.

„ორი ოლიგარქიული რეჟიმის უწმინდურობა საკუთარი ძაღლის სადგომის დასაცავად ერთიანდება  უკრაინელი და ქართველი ხალხების წინააღმდეგ. ჩვენი ხალხებიც უნდა გაერთიანდეს მათ წინააღმდეგ. მაშინ ჩვენ დავამარცხებთ მათაც, პუტინსაც და,  უპერსპექტივობასa და სიღარიბეს”, – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ექსტრადირების თემაზე სასაუბროდ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე კიევში იმყოფებოდა. ინფორმაციას უკრაინის მთავარ პროკურატურაში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ იური ლუცენკოსა და გიორგი გოგაძის შეხვედრის მიზანი სწორედ ექსტრადირების საკითხების განხილვა იყო.

შეხვედრა 12 იანვარს შედგა, თუმცა, ინფორმაცია მხოლოდ დღეს გავრცელდა. ამასთან, სააკაშვილის გვარი ოფიციალურ განცხადებაში ნახსენები არ არის.

თუმცა, უკრაინული მედია ვარაუდობს, რომ მოლაპარაკებების თემა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება იყო.

 

იტვირთბა....