“მეტრონომი”: სასამართლოდან
ოთარ აბესაძის ადვოკატის განცხადებით, მოსამართლემ მისი დაცვის ქვეშ მყოფს 10 000 ლარი შეუფარდა. როგორც ჟურნალისტებს ჭკადუამ განუცხადა, დაცვის მხარემ წარადგინა სრული სამედიცინო დასკვნა აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რაც იმის საფუძველი გახდა, რომ აღკვეთი ღონისძიება, პატიმრობა გირაოთი შეცვლილიყო.
”ყველასთავის ცნობილია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე. ჩვენ ჩავატარეთ სასამართლო სამედიცინო კომპლექსური ექსპერტიზა და დასკვნის საფუძველზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე. მას სჭირდება სხვადასხვა სპეციალიზირებულ დაწესებულებებში გამოკვლევებისა და მკურნალობის ჩატარება და ამავდროულად ოპერაცია. აღნიშნული გახდა საფუძველი, რომ სასამართლოს მიეღო აბსოლუტურად საფუძვლიანი გადაწყვეტილება. მას მიეცა შესაძლებლობა სახლიდან იაროს პროცესებზე და გარდა ამისა, ჩაიტაროს კვალიფიციური სამედიცინო გამოკვლევები. იმედს ვიტოვებთ, რომ პროცესები იმ რეჟიმში წარიმართება, რომ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ხელს არ შეუშლის”- აღნიშნა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.
მისი თქმით, მოსამართლემ ოთარ აბესაძეს გირაო 10 000 ლარის ოდენობით შეუფარდა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით 12 ივლისს დააკავა.
ავტორი: ნინო ცხადაია