“მეტრონომი”: სასამართლოდან
ოთარ აბესაძე სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. როგორც “მეტრონომის” კორესპოდენტი თბილისის საქალაქო სასამართლოდან იტყობინება, გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო მოსამართლემ.
აბესაძის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღკვეთი ღონისძიება 10 000 ლარის ოდენობით გირაოთი შეეცვალა.
დაცვის მხარემ დღეს ექსპერტიზის ახალი დასკვნა წარადგინა. აბესაძის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, დასკვნის მიხედვით, აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებდა.
შეგახსენებთ, რომ ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ ოთარ აბესაძეს სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, სასამართლო არ აკმაყოფილებდა შუამდგომლობას აღკვეთ ღონისძიების შეცვლის თაობაზე.
ავტორი: ნინო ცხადაია