ასპინძაში, 45 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს. ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი მწყემსი იყო. მას ჭრილობა მარცხენა მხარეს, ბარძაყის არეში, არტერიასთან ჰქონდა მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცახდეს, რომ მკვლელობა ცხელ ფაქტზეა გახსნილი და მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერთი პირია დაკავებული. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
იტვირთბა....