ახალი ამბები მთავარი სამართალი

ყაჩაღობა და მკვლელობა: ზაჰესის ქუჩაზე ცოლ-ქმარი მოკლეს

თბილისში, ზაჰესის ქუჩაზე ყაჩაღობა და მკვლელობა მოხდა.  ცოლ-ქმარს, რომლებიც მინი- მარკეტს ფლობდნენ, ძარცვის მიზნით თავს დაესხნენ, ხოლო წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, ორივე მოკლეს.  შემთხვევა ავჭალის 25 ნომერში გვიან ღამით მოხდა და გარდაცვლილები მეზობლებმა დილით იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, თავდამსხმელები ტატიშვილების ოჯახის კუთვნილი მინი-მარკეტის დაყაჩაღებას ცდილობდნენ, რა დროსაც მათ მფლობელებმა წინააღმდეგობა გაუწიეს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 66 წლის მამაკაცი და 58 წლის ქალი. მათი ცხედრები უკვე გადაასვენეს პროზექტურაში.  ოჯახის სხვა წევრები სამართალდამცველებმა დაკითხვაზე გადაიყვანეს.  ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები დილიდან მუშაობენ, მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე განზრახ მკვლელობის მუხლით და  236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონ შენახავა, ტარება და განოყენებით აღიძრა.

იტვირთბა....