ოთარ აბესაძის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სასამართლო მისი დაცვის ქვეშ მყოფს გირაოთი არ გაათვისუფლებს, აბესაძის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე თავადვე უნდა აგოს პასუხი.
„ჩვენ წარვადგენთ ექსპერტიზის დასკვნას და სრული საფუძველი აქვს სასამართლოს, აღკვეთი ღონისძიების სახით შერჩეული პატიმრობა გირაოთი შეცვალოს. სხვა შემთხვევაში, სასამართლომ აბესაძის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე თავად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თუ დავუჯერებთ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა“, – განუცხადა „მეტრონომს“ ჭკადუამ.
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილი თანამშრომლის ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება. დაცვის მხარე კვლავ ეცდება აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე იშუამდგომლობს, ხოლო ბრალდების მხარე მოწმეებს დაკითხავს.
შეგახსენებთ, რომ ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ ოთარ აბესაძეს სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.