ხაშურში სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ რესტორანში ჩხუბი მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” აღნიშნული ფაქტი დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, არასრულწლოვნები ხაშურის ცენტრალურ კლინიკაში არინ გადაყვანილი და ისინი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან.
მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19 109-ე მუხლით აღიძრა, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.