კობი გუდაურისა და კალა-უშგულის მონაკვეთზე დიდთოვლობის გამო, გადაადგილება შეზღუდულია. ნაქერალასა და ჯვრის უღელტეხილებზე აკრძალულია მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა.
სიცივისა და ქარბუქის გამო, შეზღუდვებია თელავი-ვაზიანი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე. ამ ტერიტორიაზე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებისთვის და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.