ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვანის მუნიციპალიტეტმა საახალწლოდ პრემიის სახით 64 400 ლარი გასცა

ვანის მუნიციპალიტეტმა საახალწლოდ პრემიის სახით 64 400 ლარი გასცა.

პრემია მუნიციპალიტეტში დასაქმებულ თანამშრომლებსა და საჯარო მოხელეებზე გადანაწილდა. პრემიის სახით ვანის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა 1 325 ლარი მიიღო. მერის პირველმა მოადგილემ 810 ლარი.

1325 ლარი აიღო საკრებულოს თავმჯომარემ, მისმა მოადგილემ კი 810 მიიღო.
ვანის მუნიციპალიტეტის მიერ 2017 წლის აპრილში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაცემულმა პრემიამ 25 500 ლარი შეადგინა. ჯამში, მუნიციპალიტეტში 2017 წელს პრემიაზე 89 900 ლარი დაიხარჯა.

იტვირთბა....