“ჩვენ მზად ვართ, დედაქალქში უხვი ნალექის შემთხვევაში გაწმენდითი სამუშაოები განვახორციელოთ.” ამის შესახებ „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, ლევან ჯღარკავამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„გუშინ ძირითადი ნალექი დაფიქსირდა შემოერთებულ ტერიტორიაზე, როგორიც არის წყნეთი და კოჯორი, და მარილის მოყრის სამუშაოები მხოლოდ ამ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ჩვენ მზად ვართ, დედაქალქში უხვის ნალექის შემთხვევაში გაწმენდითი სამუშაოები განვახორციელოთ. შემუშავებულია სპეციალური გეგმა – ჯერ გაიწმინდება ცენტრალური ქუჩები, შემდეგ დამხმარე ქუჩები, ჩიხები და ვიწრო ეზოები, რაც დამოკიდებულია დროსა და ნალექის რაოდენობაზე. ამ ეტაპზე არც ერთ უბანში არ არის მარილის მოყრის საჭიროება“, – განაცხადა ლევან ჯღარკავამ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს, ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დღეს, დღის განმავლობაში შენარჩუნდება თოვლჭყაპი, საღამოს კი შესაძლებელია თოვლში გადაიზარდოს. ტემპერატურა დღეს 3 გრადუსია მოსალოდნელი. 15-16 იანვარს, ნალექი თოვლის სახით შენარჩუნდება. უახლოესი დღეების განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 0 – 2 გრადუსია ნავარაუდევი.