თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ძლიერი ნისლის გამო, 2 რეისი გაუქმდა. 5 ავიარეისის გადამისამართება კი სხვა აეროპორტებში მოხდა.
ასევე გაუქმდა თეირანიდან და დუბაი -დან თბილისის მიმართულებით დაგეგმილი ფრენები.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განმარტავენ, რომ ნისლის გამო შეფერხება მხოლოდ დროის გარკვეულ მონაკვეთში იყო და ამჟამად აეროპორტში რეისების მიღება და გაფრენა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.