ქუთაისში ბარ-რესტორან “სეზამში” დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. რესტორნის მენეჯერის ინფორმაციით, ბარში შემსვლელ პირებს შორის დაპირისპირება მოხდა.
წინასწარ ინფორმაციით, დაპირისპირება ბარში სასმელის შეტანის მოთხოვნას მოჰყვა. დაჭრილი თანამშრომელი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.