ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მამა შალვა კეკელია: “რაც მაშინებს, არის ის, რომ ისეთი კანონი არ მივიღოთ, რომელიც შემდეგ დააზიანებს ერს”

მამა შალვა კეკელიამ ნარკოპოლიტიკის შესახებ  ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” სტუმრობისას ისაუბრა.

„ეს კანონი ჩვენს გარეშე განიხილეს. სახელმწიფოს აქვს უფლება, კანონი ჩვენს გარეშე განიხილოს, მაგრამ არის რაღაც თემები, როდესაც არ შეიძლება, რომ საზოგადოების გარკვეული ფენები განხილვაში არ ჩარიო. არის თემები, მაგალითად საბიუჯეტო საკითხები, რაშიც ჩვენ ვერ ჩავერევით ვერასოდეს და პარლამენტი თავისუფალია ამაში. ეკლესიას არანაირი გამოცდილება არ აქვს, თუ როგორ გადანაწილდება ბიუჯეტი. თუმცა, რაც შეეხება ისეთ მხარეს, რაც სულიერებას ეხება, ოჯახებს ეხება, მნიშვნელოვანი და ფაქიზი თემებია, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხების ფართო განხილვა მოხდეს. მე პირადად ამ კანონში არ ვარ კარგად გარკვეული, თუმცა, რაც მაშინებს, არის ის, რომ ისეთი კანონი არ მივიღოთ, რომელიც შემდეგ დააზიანებს ერს”, – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქო ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვს.

 

იტვირთბა....