ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჯობს მაჩალიკაშვილის ტერორისტობის ერთი მტკიცებულება მაინც დადოთ”

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ კომენტარს აქვეყნებს:

“ახლა აქ ტერორიზმი რა საშიშია და როგორ უნდა ამოძირკვო მისი ყოველი გამოვლინება, ამის ქადაგება არავის არ ჭირდება. მაგ ტრუიზმით შეიარაღაბას და ლაყბობას, ჯობია მაჩალიკაშვილის ტერორისტობის ერთი მტკიცებულება მაინც დადოთ. ერთი ცალი, მეტი არა.
ვიღაცას რომ ვიცნობ და მასთან ერთად ვმოძრაობ, ამის ამსახველი ვიდეო ვისაც ტერორიზმის მტკიცებულება გონია, თან საკმარისი ლეტალური სპეცოპერაციისთვის, ისინი მინდა ვიცოდე, ფრენდებში თუ მყავს.”

შეგახსენებთ, რომ პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა გუშინ  დაკრძალეს.

სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას ის თავის არეში დაიჭრა. გამოძიება მას თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილე პირებთან კავშირს ედავებოდა. პანკისში სპეცოპერაციისას დაკავებულია 4 პირი, ხოლო მოგვინებით ერთი კიდევ დააკავეს.

 

 

იტვირთბა....