განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ახალი ინიციატივით გამოდის. ახალი პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტების სკოლებში ჩართვა უნდა მოხდეს.
მინისტრის თქმით, მოსწავლეებს პროფესორები ონლაინ რეჟიმში ჩაუტერებენ ლექციებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ყველა სკოლაში გაკვეთილები ერთდროულად ჩატარდება.
ახალი პროექტის მიხედვით, გაკვეთილებს სკოლის პედაგოგებიც დაესწრებიან, რაც მინისტრის აზრით, მათი პროფესიული განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება. მინისტრმა ამის შესახებ „მოამბის“ ეთერში ისაუბრა. მისი განცხადებით, ეს იქნება მთავარი სიახლე 2018 წელს საგანმანათლებლო სისტემაში.