ბიტკოინი შესაძლოა განვითარებად ქვეყნებში ტრადიციული ვალუტის რეალური ალტერნატივა გახდეს. ასეთ დასკვნებს აკეთებენ უცხოელი ექსპერტები. მაგალითად, Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ-ში, ბიტკოინის პოპულარობა, როგორც ქაღალდის ფულის ალტერნატივა, მხოლოდ მოსახლეობის მცირე რაოდენობაში შეიმჩნევა. თუმცა, Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები ანალიზს აკეთებენ, რომ განვითარებად ქვეყნებში დოლარის ჩანაცვლების რეალური შანსი აქვს.
აფრიკის ბევრ ქვეყანაში ვალუტა ინფლაციის გამო გაუფასურდა. უფრო მეტიც, როგორც ირკვევა, ყველაფერთან ერთად, ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის უნდობლობა გაიზარდა.
ასე რომ, ამერიკელი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ბიტკოინი შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს ისეთი რეგიონებისთვის, რომლებიც ტრადიციული ვალუტების გამოყენებაზე მკაცრ შეზღუდვებს აწესებენ.