ახალი ამბები მთავარი სამართალი

სოფელ ნაფარეულში მცხოვრებ 20 წლის გოგოს ოჯახი რამდენიმე დღეა უშედეგოდ ეძებს

კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში მცხოვრებ 20 წლის გოგოს ოჯახი რამდენიმე დღეა უშედეგოდ ეძებს. ოჯახის  წევრების ინფორმაციით, თიკო ხუციშვილი სახლიდან 10 დღის წინ გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.

მეზობლების ინფორმაციით, გოგონა დაკარგვის დღეს არავის შეუმჩნევია. მათივე თქმით, დაკარგული  არც მის მეგობრებს დაკავშირებია. ოჯახი ამბობს, რომ გოგონას მშობლებთან  კონფლიქტი არ  მოსვლია და მას სახლიდან წასვლის მიზეზი არ ჰქონდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

იტვირთბა....