პანკისში სპეცოპერაცისი დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების შემდეგ, პანკისის იმამის წარმომადგენელი პირველ კომენტარს აკეთებს. მუსა პანკისელი მიმდინარე გამოძიებაზე საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ პროცესს ობიექტური მსვლელობა ექნება. რაც შეეხება აქციების გამართვას ან სხვა რადიკალური ზომების მიღებას, მუსა პანკისელი მხოლოდ იმას ამბობს, რომ ისინი კანონის ფარგლებში იმოქმედებენ.
“აქციები ან სხვა რაიმე სახით პროტესტის გამოხატვა არ იგეგმება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ გამოძიება არასამართლიანი იქნება, განცხადებას გავავრცელებთ და კანონის ფარგლებში ვეცდებით სამართლის დადგენას”- ამბობს მუსა პანკისელი.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს სოფელ დუისში დაკრძალეს. ახალგაზრდა გასული წლის 26 დეკემბერს, სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაიჭრა. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მაჩალიკაშვილის მშობლები და პანკისის უხუცესები აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილს კავშირს გამორიცხავენ.