გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დროისთვის, ზვავსაშიშროების გამო, აკრძალულია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საუბარია საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე.
აღსანიშნავია, რომ ავტოტრანსპორტის გაჩერება აკრძალულია დარიალის ხეობაში.