კლდიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში 30 წლამდე მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. ადგილობრივების ინფორმაციით, მან თვითდაზიანებები მიიყენა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებული უახლოეს კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევის მიზეზები უცნობია. მამაკაცის ახლობლებს სუიციდის მოტივზე საუბარი უჭირთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 118-ე მუხლით, სხეულის განზრახ დაზიანებით დაიწყო.