ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუცნაშვილი: მაჩალიკაშვილის საქმეზე საზოგადოება თანხმდება, რომ კითხვები არსებობს

პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებას “ქართული ოცნების” წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ეხმიანება. მისი თქმით, მთელი საზოგადოება ვთანხმდებით, რომ კითხვები არსებობს. დეპუტატის განცხადებით, სწორედ ამიტომ დაიწყო გამოძიება, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს და საზოგადოება სპეცრაზმელების მოქმედების აუცილებლობაში დარწმუნდეს.

„რადგან გამოძიება მიმდინარეობს, ეს ნიშნავს, რომ კითხვები არსებობს. გამოძიება არ დაიწყებოდა კითხვები რომ არ არსებობდეს, მის შედეგებზე იქნება დამოკიდებული პასუხები. მთელი საზოგადოება ვთანხმდებით, რომ კითხვები არსებობს. სწორედ ამის გამო დაიწყო გამოძიება და კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს ამ პროცესმა, ჰქონდა თუ არა იარაღის გამოყენების აუცილებლობას ადგილი, სწორად იყო თუ არა ძალა გამოყენებული“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს, რომელიც გუშინ ინგოროყვას კლინიკაში ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა დღეს დაკრძალეს.

შეგახსენებთ, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას ის თავის არეში დაიჭრა. გამოძიება მას თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილე პირებთან კავშირს ედავებოდა. პანკისში სპეცოპერაციისას დაკავებულია 4 პირი, ხოლო მოგვინებით ერთი კიდევ დააკავეს.

იტვირთბა....