ახალი ამბები მთავარი სამართალი

პანკისში სპეცოპერაციისას დაკავებულ ზურაბ იდოიძეს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორიზმის საქმიანობის მხარდაჭერაში ზურაბ იდოიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ის ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ზურაბ იდოიძე 9 იანვარს დააკავა. უწყების ცნობით, იდოიძემ აჰმედ ჩატაევი თურქეთ-საქართველოს საზღვრამდე – კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე მიიყვანა, საიდანაც ჩატაევი საქართველოში შემოვიდა.

 

იტვირთბა....