როგორც BBC ავრცელებს, რუსეთში, ქალაქ აპატიტში ნასვამ მდგომარებაში მყოფმა მამაკაცმა, სამხედრო საწვრთნელი ბაზიდან ბრონირებული მანქანა მოიპარა და ქალაქისკენ აიღო გეზი, მისი გართობა კი ინციდენტით დასრულდა – მამაკაცი მაღაზიას დაეჯახა და ახლოს მდგომი ავტომობილიც დააზიანა.
“ნასვამი მამაკაცი, სუპერმარკეტში შევიდა და ერთი ბოთლი ღვინის მოპარვა სცადა, რის შემდეგაც ადგილობრივმა მილიციამ ის დააკავა” – წერს სააგენტო ჰიბინფორმი.