ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატი: “მთელი საქართველო გომელაურს ემორჩილება“

მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატის ცირა ჯავახიშვილის განცხადებით, თემირლანის გარდაცვალის შემდეგ უწყება, რომელიც გამოძიებას ატარებს ის დაზარალებულად ავტომატურად უნდა სცნოს. საქმეში კი უფლებამოსილი პირი თემირლანის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი იქნება.

ადვოკატის განცხადებით, არც ოჯახს, არც ადგილობრივებს ხეობაში არ აქვთ მოლოდინი რომ ობიექტური გამოძიება ჩატარდება. ჯავახიშვილის თქმით, საქართველოში არ მოიძებნება უწყება, რომელიც გომელაურის  დანაშაულს გამოაშკარავებს და პასუხისმგებლობას დააკისრებს, რადგან ჯავახიშვილის თქმით, ,,მთელი საქართველო გომელაურს ემორჩილება“.

,,გამოძიების ობიექტურობის იმედი არავის არ აქვს, რადგან მთელი საქართველო ემორჩილება გომელაურს. გომელაური ნიშნავს პარლამენტის წევრებს და არავინ მითხრას რომ ასე არ არის. ,,ოცნების“ თითოეული წევრი, რომელიც პარლამენტში გავიდა ის გომალაურის შერჩეულია.

გომელაურის უწყების ჩატარებული სპეცოპერაციაა, რომელსაც ემსხვერპლა უდანაშაულო ადამიანი. რომელი საგამოძიებო უწყება შეძლებს გაუწიოს წინააღმდეგობა გომელაურს? ამ სიტუაციიდან გამოსავალი დღევანდელ სახელმწიფოში ამოსავალი მხოლოდ სტარბურგი სასამართლოა. სანამ სტრასბურგის მითითებს არ შეარულებს სახელმწიფო ასე იქნება.

როცა გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ქუჩაში ხოცავდნენ სახლში უვარდებოდნენ გამართლება იყო ასეთი რომ ან იყო ადამიანი კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ან ტერორისტი და ისინიც ასე ამართლებდნენ. ისინიც ასე ამართლებდნენ ჩადენილ გადაცდომებს. ესენიც ასე არიან. და ნდობის საკითხი პასუხისმგებელი პირის არც მაშინ დამდგარა და არც ახლა დადგება“, – განაცხადა ცირა ჯავახიშვილმა ,,პირველ რადიოსთან“ საუბარში.

პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს, რომელიც გუშინ ინგოროყვას კლინიკაში ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა დღეს დაკრძალავენ.

19 წლის ახალგაზრდას ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გვიან ღამით გადაასვენეს.
გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომელსაც მაჩალიკაშვილების ოჯახის მიერ აყვანილი დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილიც დაესწრო. ამის შესახებ მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა.

შეგახსენებთ, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას ის თავის არეში დაიჭრა. გამოძიება მას თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილე პირებთან კავშირს ედავებოდა. პანკისში სპეცოპერაციისას დაკავებულია 4 პირი, ხოლო მოგვინებით ერთი კიდევ დააკავეს.

წყარო: “პირველი რადიო”

 

 

იტვირთბა....