ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, დამწვარია 25 კვ.მ-ის ფართობის ოთახი.
უწყებაში განმარტავენ, რომ ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.