დღეს მთავრობის კანცელარიასთან პანკისის სოლიდარობის აქცია გაიმართება. აქციის მონაწილები ხელისუფლებისგან თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის დროული და ობიექტური გამოძიების ჩატარებას და მატი თქმით სუს-ის “უკონტროლო ძალაუფლების შეზღუდვა” ითხოვენ.
აქციი ორგანიზატორების განცხადებით უნადა შეწყდეს პანკისის ხეობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მაჩალიკაშვილის საქმეში ჩნდება დასაბუთებული ეჭვები ლეტალური ძალის გამოყენების აუცილებლობასთან და თანაზომიერებასთან დაკავშირებით. საქმეში იკვეთება სახელმწიფოს, როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური პასუხისმგებლობა.