ახალი ამბები მთავარი სამართალი

Kronen Zeitung: ავსტრიის შს მინისტრმა მაჩალიკაშვილის მკურნალობაზე უარი თქვა

ავსტრიული მედია, კერძოდ გაზეთი  “კრონენ ცაიტუნგი” პანკისში სპეცპერაციისას დაჭრილ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ავტრიაში შესაძლო მკურნალობას ეხმაურება.

გაზეთის,  ინფორმაციით, საქართველოს მთავროვბას სურდა ISIS-თან კავშირში მყოფი ტერორისტისთვის გადაუდებელი ოპერაციის ჩასატარებლად ის ავსტრიაში გადაეყვანათ, თუმცა ავსტრიის შინაგან საქმეთა სამონისტრომ უსაფრთხოების მიზნით პაციენტის ქვეყანაში დაშვებაზე უარი თქვა.

„ჩვენთვის ძალიან სარისკო იყო „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ბრალდებული ტერორისტის ავსტრიაში ჩამოყვანა, ვინაიდან ვენაში მის მკურნალობას, შესაძლოა, შიდა უსაფრთხოებისთვის დიდი საფრთხე შეექმნა. რა თქმა უნდა, პოტენციურ ტერორისტებს ქვეყანაში ვერ შემოვუშვებთ. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ტერორიზმში ეჭვმიტანილებს ავსტრიაში არ ვუშვებთ, ეს სამედიცინო მკურნალობასაც ეხება“, – განაცხადა ავსტრიის შს მინისტრმა ჰერბერტ კიკლმა.

Kronen Zeitung-ის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილი მხარს უჭერდა ავსტრიაში ცნობილ ისლამისტ ფანატიკოსს ახმედ ჩატაევს.

თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარი სოფელ დუისში ჩაასვენეს. მაჩალიკაშვილების ოჯახს ადგილობრივები უსამძიმრებენ.

შეგახსენებთ, რომ პანკისის სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი ორკვირიანი კომატოზური მდგომარეობის შემდეგ გუშინ გარდაიცვალა. ცხედარს თბილისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა 4 საათის განმავლობაში უტარდებოდა. ახალგაზრდას დღეს, შუადღეს დაკრძალავენ.

იტვირთბა....