ძლიერი ქარის შედეგად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობა დაზარალდა. სტიქიამ განსაკუთრებული ზარალი სოფელ სართიჭალაში ე.წ. „გარადოკის“ მოსახლეობას მიაყენა, სადაც ქარმა საცხოვრებელ კორპუსებს სახურავები გადახადა.
სოფელ კალინინოში და გამარჯვებაში დაზიანდა ბუნებრივი აირის მილები, ვახტანგისში, აღთაკლიაში, ყარაჯალაში, ყარათაკლიაში, მარტყოფსა და ნორიოში ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც აღნიშნული სოფლების ენერგომომარაგება რამდენიმე საათის განმავლობაში შეზღუდული იყო. ძლიერმა ქარმა სოფელ ნორისა და მარტყოფში კულტურის სახლების სახურავები დააზიანა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი აცხადებ, რომ სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანს მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი ზარალის შემწავლელი კომისია დაადგენს.