ახალი ამბები მთავარი სამართალი

პანკისში დაკავებულ ზურაბ იდოიძეს ბრალი წაუყენეს

პანკისში დაკავებულ ზურაბ იდოიძეს ბრალი წაუყენეს. მისი ადვოკატის ინფორმაციით დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

”ეს არის ტერორისტული ორგანიზაციისათვის ხელშეწყობა. სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე პრიმას მე-3 ნაწილი, ამ მუხლით წაუყენეს ბრალი. ვნახე დაკავებული, კვლავ დუმილის უფლებას იყენებს და არ ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში“, – განაცხადა დავით მოდებაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ახმეტაში საქართველოს მოქალაქე ზურაბ იდოიძე დააკავეს. სოფელ ომალოში მის კუთვნილ სახლში კი ჩხრეკა ჩატარდა, როგორც ცნობილია,  სუს-ის წარმომადგენლებმა სახლიდან ლეპტოპი წაიღეს.

იტვირთბა....