ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნიკოლეიშვილი: “მაჩალიკაშვილის სხეულში აღმოჩენილია უცხო სხეული, რომელიც დამატებით გამოკვლევაზე გაიგზავნება”

მაჩალიკაშვილების ოჯახის მიერ აყვანილმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს შენობასთან თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

”გამოკვლევა ჩატარდა რაც შეიძლება საფუძვლიანად. საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა ერთ-ერთ რენტგენოკონტრასტული უცხო სხეულის ძებნას, მაგრამ ამოვიღეთ და დამატებითი ლაბორატორიული გამოკვლევისთვის გაიგზავნება. ეს არის უცხო სხეული, ასე წერია კომპიუტერულ ტომოგრაფიებზეც. არის მოყავისფრო და ძალიან მცირე ზომის, მაგრამ ეს არის მეტალი თუ სხვა რამ, უფრო ლაბორატორიაში უნდა გამოიკვლიონ”, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

მისივე თქმით, წინასწარი დასკვნების შესახებ საუბარი ნაადრევია. ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ სრულად მოხდა ექსპერტიზის მიმდინარეობისას ფოტოგადაღება. ასევე, სრულად მოხდა ჩატარებული საექსპერტო მასალების დალუქვა.

იტვირთბა....