ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ავტობანი ქალაქ ზესტაფონზე აღარ გაივლის

GBC.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ავტობანი ქალაქ ზესტაფონზე აღარ გაივლის.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით უკვე მომზადდა ალტერნატიული დერეფნის გეგმა, რომელიც  ხეობაში ახალი გვირაბების და ხიდების დახმარებით 4 ზოლიანი გზის გაყვანას ითვალისწინებს.

ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთას ახალ საპროექტო მონაკვეთზე 20 გვირაბი აშენდება. აქედან 9 გვირაბი (საერთო სიგრძით 6880მ) თბილისი-არგვეთას, 11 გვირაბი (საერთო სიგრძით 5470მ) არგვეათა- თბილისის მიმართულებით მოეწყობა. საპროექტო დოკუმენტის მიხედვით, ასევე გამოყენებული იქნება ამ გზაზე არსებული ორი გვირაბი.

პროექტის ძირითად კონსტრუქციებს წარმოადგენს ხიდებიც, რომლებიც გადაკვეთს ხეობას, მდინარეებს და სხვა დაბრკოლებებს. სულ დაგეგმილია 34 ხიდის მოწყობა (16 არგვეთა – თბილისის და 18 თბილისი არგვეთას მიმართულებით).

პროექტები საჯარო განხილვისთვის უკვე წარდგენილია და მისი განხილვა 22 თებერვალს გაიმართება.

იტვირთბა....