ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა, თემირლან მაჩალიკაშვილის ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა.
”გასოლის მანძილზე საუბარი ამ ეტაპზე გაგვიჭიდება, რადგან 2 კვირაა გასული მომხდარი ფაქტიდან და ფაქტობრივად შესავალი და გამოსავალი ხვრელი საოპერაციო ველშია მოხვედრილი, მთლიანად დამუშავებულია. ერთ-ერთი სიმრუდე ვნახეთ ჩვენ, რომელსაც მიკროსკოპულად გამოვიკვლევთ. ეს არის შესავალი ხვრელის ნაწილი და თუ გასროლის შესახებ რაიმე დამატებით ფაქტორებს მოგვცემს, ვნახავთ. ეს მხოლოდ ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება გასროლის ტრაექტორიის შესახებ კითხვას, პასუხი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაეცემა, თუ გამოძიება მოგვცემს ბოლო წერტილის კოორდინატებს კედლიდან. გასაგებია სხეულში როგორ გაიარა ტყვიამ, გასაგებია პოზა, თუმცა, მსროლელის პოზა რომ დადგინდეს, ამისთვის ჩვენ ბოლო წერტილი უნდა ვიცოდეთ კედელზე.
მე არ ვფიქრობ, რომ ორი ტყვია არის გასროლილი, უბრალოდ არის ვერსია და ეს ვერსია უნდა გადამოწმდეს”, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მაჩალიკაშვილის ცხედარს ექსპერტიზა 4 საათის განმავლობაში უტარდებოდა.
ექსპერტიზას დაესწრო მაჩალიკაშვილების მიერ დაქირავებული დამოუკიდებეილ ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი.