ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სანზონაში ქარის შედეგად სახლის კედელი ჩამოინგრა და 9-სულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა

ძლიერი ქარის შედეგად, სანზონაში საცხოვრებელი სახლის ერთი კედელი ჩამოინგრა. ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2” იუწყება.

ოჯახის ინფორმაციით, სახლი მანამდეც ავარიულ მდგომარეობაში იყო. 9-სულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.  ოჯახს, სადაც 4 მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს, ღამის გასათევი არ აქვს. მათ, მომხდარის შესახებ უკვე შეატყობინეს გლდანი-ნაძალადევის გამგეობას.

იტვირთბა....