ქუთაისში, კუპრაძის ქუჩაზე, კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ქურდობაში ეჭვმიტანილი კარადის თავზე დამალული იპოვეს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ადგილობრივმა განუცხადა.
მისი თქმით, ბრალდებული საცხოვრებელ სახლში ბინის სახურავიდან ჩავიდა, რომელიც ერთ-ერთმა მეზობელმა შენიშნა და პატრულს დაურეკა. მისი თქმით, პოლიციამ ის ბინაში, კარადის თავზე დამალული იპოვა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ქუთაისში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინის გაქურდვის მცდელობისას, შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს.