ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უამინდობის გამო 112-ში 400-ზე მეტი გამოძახება შევიდა

საქართველოში ძლიერი ქარისა და წვიმის გამო 112-ში 400-ზე მეტი გამოძახება შევიდა. უწყების ცნობით, სალიკვიდაციო სამუშაოებში 100-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული. მათი ნაწილი კობი-გუდაურის გზაზე ჩარჩენილ მძღოლებს დაეხმარა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, უამინდობამ ძირითადად პრობლემები შექმნა შიდა ქართლში და კახეთში.

ძლიერმა ქარმა თბილისში სახლებს სახურავები გადახადა, რამდენიმე ხე მოგლიჯა, დაზიანებულია ელექტროგადამცემი სადენები. ასევე სხვადასხვა რაიონში დაზიანებულია რამდენიმე ავტომანქანა. მოგლეჯილი ხეების ნაწილი გურამიშვილის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე დაეცა. შესაბამისმა სამსახურმა ისინი ტერიტორიიდან უკვე გაიტანა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ამინდის გაუმჯობესება დღის მეორე ნახევრისთვისაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, დღის განმავლობაში ქარი შესუსტდება და დღის ბოლოს ჩადგება.

იტვირთბა....