ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

სააკაშვილი მაიდანზე განხორციელებული სროლის გამო დაკითხეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ იგი პროკურატურაში მაიდნის საქმეზე დაკითხეს. როგორც ის ამბობს, დაკითხვები კიდევ უნდა გაგრძელდეს.

“დაკითხვაზე 2 საათის განმავლობაში ვიყავი. იმ ფაქტებთან დაკავშირებით მეკითხებოდნენ, რომელიც იყო მოტანილი იტალიური ტელეკომპანიის ეთერში. ეს კომპანია პუტინის მეგობარ ბერლუსკონის ეკუთვნის, თითქოს მე ქართველ სნაიპერებს ვუბრძანე, ესროლათ ხალხისთვის”- აღნიშნა მან.

სააკაშვილის აცხადებს, რომ უკრაინაში გახმაურებული ორი მნიშვნელოვანი საქმე, ისეთები როგორიცაა იუშენკოს მოწამვლა და სროლა მაიდანზე, ჯერ კიდევ არ არის გამოძიებული. მისი თქმით, როგორც ჩანს, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აწყობთ, რომ ეს საქმეები არ გამოიძიონ.

“ორი საათი ტყუილად დავკარგე ამ ბელეტრისტიკისთვის”- აცხადებს სააკაშვილი.

იტვირთბა....