ჯანდაცვის სამინისტროში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე, პანკისის ხეობაში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახსა და თურქული კლინიკის შუამავალი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე პაციენტის თურქეთში ტრანსპორტირებისა და მკურნალობის გაგრძელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, ოჯახი მკურნალობის გასაგრძელებლად პაციენტის სტამბოლში, “კოჩის” კლინიკაში გადაყვანას დათანხმდა.
შეგახსენებთ, თემირლან მაჩალიკაშვილი, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაიჭრა. გამოძიება მას გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი ტერორისტული აქტის მონაწილეებთან კავშირს ედავება და მას ახმეტ ჩატაევთან კავშირში ადანაშაულებენ.