ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კალაძე მუხიანის სპორტულ კომპლექსში არსებულ მდგომარეობას შეურაცხმყოფელს უწოდებს

თბილისის მერმა კახა კალაძემ მუხიანში მდებარე სპორტული კომპლექსი დაათვალიერა. კალაძის განცხადებით,  შეურაცხმყოფელია ის, რაც  მან ნახა, რადგანაც მაისში გახსნილი სპორტული კომპლექსი დღეს უკვე თავიდან სარეაბილიტაციოა.

კალაძემ მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დაავალა, დღესვე შეხვდეს კომპანია „საბა კონსტრაქშენის“ ხელმძღვანელობას, რომ ხარვეზები დროულად გამოასწორონ. თბილისის მერის თქმით, არსებული მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს.

„სავარჯიშო კომპლექსის მაისში გაიხსნა, 7 მლნ ლარი დაიხარჯა პროექტის განხორციელებისთვის და ეს არის ნათელი მაგალითი, როგორ არ უნდა გააკეთო. ძალიან მძიმე მდგომარეობაა გასახდელებში, კორიდორებში, ერთი სავარჯიშო მოედანი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და კატეგორიულად მიუღებელია იქ ბავშვების და ნებისმიერი თაობის ადამიანის ვარჯიში.

დავავალე, რომ დღესვე შეხვდნენ კომპანიას, ვინც განახორციელა სამუშაოები, რომ 7 მლნ დაიხარჯა პროექტის განხორციელებაში და ის, რომ ასეთ მდგომარეობაშია კომპლექსი, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ამას არ დაუშვებთ, ჩვენ ვართ ორიენტირებული ხარისხზე და აქ უნდა გაიზარდონ ჩვენი შვილები, მომავალი თაობა და შესაბამისად, ხარისხი უნდა იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული. კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც აქ ხდება, რადგანაც ჩვენ ვართ ხარისხზე ორიენტირებული და ჰარი ჰარალეზე და თვალი დავხუჭოთ რაღაცებზე, ეს არ და ვერ მიხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

იტვირთბა....