ახალი ამბები მთავარი სამართალი

მაჩალიკაშვილს სამკურნალოდ თურქეთის კლინიკაში გადაიყვანენ

პანკისში სპეცოპერაციისას დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანენ. ოჯახმა თავად შეარჩია კლინიკა, სადაც დაჭრილის გადაყვანა სურს.  მაჩალიკაშვილის მამის განცხადებით, 19 წლის ახალგაზრდის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით  ჯანდაცვის სამინისტროდან  პასუხს ელოდებიან.

რაც შეეხება პაციენტის მდგომარეობას, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ექიმ ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, დაჭრილის მდგომარეობა ამ დრომდე უცვლელია.

მისივე თქმით, ამ დროისთვის მიღებულია თანხმობა ორი თურქული კლინიკის მხრიდან, გადაწყვეტილება კი, რომელ კლინიკაში განაგრძობს სპეცოპერაციისას დაჭრილი ახალგაზრდა მკურნალობას, ოჯახმა უნდა მიიღოს.

შეგახსენებთ, თემირლან მაჩალიკაშვილი, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაიჭრა. გამოძიება მას გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი ტერორისტული აქტის მონაწილეებთან კავშირს ედავება და მას ახმეტ ჩატაევთან კავშირში ადანაშაულებენ.

 

იტვირთბა....