მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ანა ნაცვლიშვილს დღეს, 15:00 საათზე წარადგენს.
გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა მისი საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნა.
ანა ნაცვლიშვილი პროფესიით იურისტია. ის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2014 წლიდან 2017 წლის ჩათვლით ხელმძღვანელობდა.