ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ გრიპის ვირუსი საქართველოშიც გავრცელდეს

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში გრიპის ვირუსის გააქტიურების გამო, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ვირუსი მალე საქართველოშიც გავრცელდეს. მათი ინფორმაციით, ვირუსი პიკს გამოჩენიდან 2-3 კვირაში მიაღწევს.

ასეთ შემთხვევაში რეკომენდაციები უცვლელია: ყველა, განსაკუთრებით რისკის ჯგუფში შემავალი პირები – ხანდაზმულები, ორსულები, მცირეწლოვნები და ქრონიკული დაავადების მქონე პირები მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში“ ვარაუდობენ, რომ განსაკუთრებული ვირუსი წელს არ უნდა იყოს და ჩვეულებრივ გრიპის სეზონის დაწყებას პროგნოზირებენ.

“გრიპი ყოველთვის ზამთრის სეზონზე გვსტუმრობს. ისეთი სიმპტომების გაჩენისას, როგორიც არის გრიპის გართულების მანიშნებელი სიმპტომები, რაც ნიშნავს 3 დღეზე მეტ შეუპოვარ ცხელებას ან შედარებით გამოჯანსაღების ფონზე უცებ დამძიმებულ მდგომარეობას,  შეზღუდულ სუნქთვას, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს სპეციალური დახმარების მიზნით”- აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი.

იტვირთბა....