”ჩეჩნეთი 1 მილიონით რუსეთის 146 -მილიონიან იმპერიას ებრძოდა, მაგრამ მიუხედავად ამ სიმცირისა ებრძოდა. მე არ მინდა, რომ საქართველოს, ჩემი დებისა და ძმების წინააღმდეგ წავიდე. თუნდაც 10 შვილი რომ დავკარგო, მე ეს არ მინდა, თუმცა ნუ გამხდიან იძულებულს. მე არაფერს ვითხოვ. როგორც დაღუპეს ჩემი შვილი, ისე წაიყვანონ ბერლინის კლინიკაში, ან აალაპარაკონ, ან რაღაც თქვან, ან ეშინიათ იმის, რომ ამ ბიჭს სადღაც რაღაც ჰქონდა გაგონილი და იმიტომ გაწირეს”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომლის შვილი პანკისში სპეცოპერაციის შედეგად დაიჭრა.
მაჩალიკაშვილების ოჯახის ინფორმაციით, მათ გუშინ ბერლინის ერთ-ერთი კლინიკიდან მიიღეს თანხმობა, რომ კლინიკა მათი დაჭრილი შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებისთვის მზად არის. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ უწყებამ გერმანიის “შარიტეს” კლინიკისგან პაციენტ თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალობის გაგრძელების თაობაზე უარი მიიღო.
შეგახსენებთ, თემირლან მაჩალიკაშვილი, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაიჭრა. გამოძიება მას გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი ტერორისტული აქტის მონაწილეებთან კავშირს ედავება.