საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე პრეზიდენტის მიერ ანა დოლიძის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებას გამოეხმაურა.
„ანა დოლიძის დანიშვნასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენელთა შეფასებები, პირდაპირ პოლიტიკურ გზავნილებს შეიცავდა, რომ მართლმსაჯულების სისტემაში არაფერი შეიცვლება, რომ სისტემაში, რომელმაც შექმნა კოლექტიური მურუსიძე, ცვლილებები არ იგეგმება, რომ სისტემაში, სადაც შენარჩუნებულია ადეიშვილის მიერ დამკვიდრებული მართვის სტილი, ცვლილებები არ იგეგმება.
ეს არის საგანგაშო გზავნილები. ამ ფონზე, მათთვის ბუნებრივია ამ სისტემაში სწორედ მურუსიძე და პრეზიდენტ მარგველაშვისთვის ბუნებრვია, ანა დოლიძის დანიშვნა, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც მთელი ამ სისტემის წინააღმდეგ იბრძოდნენ ბევრი წლის განმავლობაში, წინა ხელისუფლების პირობებშიც და დღესაც.
ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ამ მიმართულებით გავჩერდეთ, არ გავჩერდებით მანამ სანამ ჩვენ რეალურ შედეგს არ მივიღებთ ამ სისტემის გაჯანსაღების საქმეში“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.