საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად ანა დოლიძეს დანიშნავს. დოლიძის დანიშვნას საბჭოს წევრები უკვე გამოეხმაურნენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, რომ ანა დოლიძე ბოლო დროს ძირითადად მოქმედებს, როგორც პოლიტიკოსი, თუმცა იმედი აქვთ, რომ ახალი წევრი არ შესძენს საბჭოს პოლიტიკურ ელფერს. მისივე თქმით, თავად საბჭო ყველანაირად შეეცდებაა იყოს კონსტრუქციული გარემო.
“ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი, თუ ვის მოავლენს საბჭოს წევრად. ზოგადად, საბჭოს წევრი უნდა იყოს მაღალი კვალიფიკაციის, მაღალი რეპუტაციის და პრინციპული. საბჭოს წევრმა თავი უნდა იგრძნოს, როგორც სასამართლო სისტემის წევრმა და იმოქმედოს, როგორც სასამართლო სისტემის ნაწილმა.
რაც შეეხება მის ბოლოდროინდელ მოღვაწეობას, ბოლო პერიოდში ძირითადში იგი მოქმედებს, როგორც პოლიტიკოსი, თუმცა იმედი გვაქვს, საბჭოს ახალი წევრი არ შესძენს საბჭოს პოლიტიკურ ელფერს, არ შეეცდება პოლიტიკური ელემენტების შემოტანას და იმოქმედებს, როგორც სასამართლოს ნაწილი… თუ ვინმე დაგვიპირისპირდება და მოინდომებს პოლიტიკური ელფერის შემოტანას, შევეცდებით ადეკვატური პასუხი გავცეთ”,- განაცხადა გვრიტიშვილმა.