ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შესაძლოა თიანეთის მერის განმეორებითი არჩევნები ჩატარდეს

თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი წოწკოლაური არ გამორიცხავს რომ თიანეთში მერის განმეორებითი არჩევნები ჩატარდეს. მისი თქმით, საკრებულოს უმრავლესობას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

“არაფერს არ გამოვრიცხავ,თუმცა საკრებულოს უმრავლესობას პოლიტიკური გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია”, – აღნიშნა წოწკოლაურმა.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი არ განიხილება. როგორც წოწკოლაური განმარტავს პროექტი ელექტრონული ფორმით საკრებულოს დაახლოებით 40 წუთის წინ გადაეგზავნა და შესაბამისად მისი განხილვა დღევანდელ სხდომაზე არ მოესწრება.

დღის წესრიგში მხოლოდ მერიის საშტატო ერთეულების და მერის მოადგილეების სახელფასო ანაზღაურების საკითხი განიხილება.
“ასეთ პირობებში მერია გვთავაზობს მერის მოადგილეების ხელფასების ზრდას, რასაც ჩვენ მხარს არ დავუჭერთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს წოწკოლაურმა.

იტვირთბა....