საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო, ტელევიზიის გენერალური დირექტორისგან ვასილ მარლაფერიძისგან პასუხს ელოდება. ბორდის წევრის ქეთევან მსხილაძის განცხადებით, პარასკევს ვასილ მაღლაფერიძეს წერილით მიმართეს და 1 კვირიანი ვადა მისცეს, პოეტ ზვიად რატიანის სკანდალური ვიდეოს გაშუქებასთან დაკავშირებით. მსხილაძის თქმით, ვადის ამოწურვის შემდეგ გადაწყდება საბჭოს სამოქმედო გეგმა და სავარაუდოდ დაინიშნება ბორდის სხდომაც:
“პარასკევს გავუგზავნეთ წერილი გენერალურ დირექტორის, სადაც ვთხოვთ დეტალურად ინფორმაციის წარმოდგენა ამ გაშუქებასთან დაკავშირებით და მივეცით მაქსიმუმ 1 კვირის ვადა. ჯერ ველოდებით ინფორმაციას გენერალური დირექტორისგან და მერე განვიხილავთ და საბჭოს სხდომასაც ალბათ დავნიშნავთ , ჯერჯერობით მოლოდნის რეჟიმში ვართ”,-განაცხადა ქეთევან მსხილაძემ “პირველ რადიოსთან” საუბარში.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, პოეტ ზვიად რატიანის და პოლიციელების კონფლიქტის ამსახველი ვიდეო მასალა გამოაქვეყნა, სადაც პოეტი სამართალდამცავებს საიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.
წყარო: “პირველი რადიო”