ცოტა ხნის წინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განახლდა რეისების შესრულება. ძლიერი ნისლის გამო გადადებული იყო თითქმის ყველა ფრენა. გაუქმდა რამდენიმე რეისი.
რამდენიმე ლაინერი კი, თბილისის ნაცვლად ქუთაისში, ბაქოსა და ალმაატაში დაჯდა. ამის მიზეზი კი წუხელ თბილისში ნისლი და ცუდი ხილვადობა იყო, რის გამოც 7 რეისი გადაიდო. მგზავრები დილამდე აეროპორტში ილოდებოდნენ, რათა რეისები განახლებულიყო.