ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სოფელ ერგნეთთან ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები არ გაატარეს

ქართველმა სამართალდამცველებმა სოფელ ერგნეთთან მოწყობილ საგუშაგომდე ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები აღარ გაატარეს.

საგუშაგო მოძრაობამ “ძალა ერთობაშია” ცოტა ხნის წინ საკუთარი ძალით მოაწყო და იქიდან რუსი ოკუპანტების გადაადგილებას აკვირდებოდა.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრების თქმით, მათ ქართველი სამართალდამცავებისგან ვერ მიიღეს ახსნა-განმარტება, თუ რატომ აღარ უშვებენ საგუშაგომდე.

„ჩვენ არ გვიშვებენ მინდვრებში, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა, სადაც ჩვეულებრივად მოძრაობენ ადილობრივი მაცხოვრებლები. ჩვენ შეგვიქმნეს გადაადგილების პრობლემა, არ ვიცი ჯერჯერობით, რა მოტივით. ერთ-ერთი მოტივი, რომელიც გაჟღერებული იყო, თქვენი უსაფრთხოებიდან გამომდინარეო, რამე არ დაგემართოთო. თუმცა, ჩემთვის ასეთი ტიპის პასუხი, ასეთი ახსნა-განმარტება არის აბსოლუტურად მიუღებელი,“ – განაცხადა დავით ქაცარავამ.

იტვირთბა....